ახალი ამბები

თუ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება, ეს დიდი შეცდომა იქნება – კრამერი

17 ნოემბერი, 2020 • 1113
თუ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება, ეს დიდი შეცდომა იქნება – კრამერი

საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ვრცელ წერილის აქვეყნებს, სადაც საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, არამედ რეგიონში მიმდინარე სხვა საკითხებზეც.

წერილში კრამერი საუბრობს იმის შესახებაც, რომ 10 ნომებრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით სამხრეთ კავკასიაში 2000-მდე რუსი სამშვიდო განთავსდა და ამ ფონზე, კრამერის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელობა უფრო გამოიკვეთა.

ჯორჯ ბუშის პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე წერს, რომ აუცილებელია, მაიკ პომპეო საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიქმნება წარმოდგენა, რომ აშშ-ის მთავრობა მხარს მმართველ პარტიას უჭერს. მეტიც, კრამერს მიაჩნია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაუშვებს შესაძლებლობას, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის მიღწევის ნაწილში.

“გაწერილი განრიგით თბილისში პომპეო უნდა შეხვდეს მხოლოდ ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოს პატრიარქს. ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის, რაც დიდი შეცდომაა.

პომპეო უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრორუსული “პატრიოტთა ალიანსისა”. ის ჩადის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება და ყველა ძირითად პოლიტიკურ აქტორთან არშეხვედრა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მაიკ პომპეო და აშშ-ის მმართველი “ქართული ოცნების” მხარესაა. ამით პომპეო აშშ-ის დისკრედიტაციის რისკს ზრდის საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტში, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” მხარი არ დაუჭირეს.

ამას გარდა, ის ასევე ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, ითამაშოს გადამწყვეტი როლი მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის პროცესში. აშშ-ს უკვე მრავალი წელია უდიდესი გავლენა აქვს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ჯერ კიდევ 1991 წლიდან, დამოუკიებლობის აღდგენიდან მოყოლებული. ნაკლებ ძალისხმევას შეუძლია,  ერთპარტიული მმართველობის ნება მისცეს [გზა გაუხსნას] ისედაც აღმოცენების პროცესში მყოფი დემოკრატიას ამ არასტაბილურ რეგიონში. ეს კი ქვეყანას რუსული დიქტატის წინაშე უფრო მოწყვლადს გახდის.

ბოლო დღეებში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში. კელი დეგნანმა ევროკავშოროს ქვეყნების ელჩებთან ერთად კომპრომისის მიღწევის კუთხით იმედი გაზარდა. ამ დაძაბულ სიტუაციაში თბილისში ჩასვლთ პომპეომ საკუთარი ვიზიტი არ უნდა აღიქვას როგორც გამოსამშვიდობებელი ტური. პირველ რიგში მას უნდა ახსოვდეს აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ,  შეხვდეს მთავარ პოლიტიკურ ლიდერებს და არამარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყოს ყველა მხარეს მათთვის მისაღები გამოსავლის პოვნაში. აშშ-ის ინტერესები საქართველოში და მთლიანად რეგიონში, ისევე როგორც საქართველოს მომავალი, ამაზეა დამოკიდებული”,-წერს დევიდ კრამერი.

17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება პატრიარქ ილია მეორესაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი