ახალი ამბები

არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ ბათუმშიც – LIVE

8 ნოემბერი, 2020 • 1266
არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ ბათუმშიც – LIVE

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებს სასამართლოში.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ავტომანქანების საპროტესტო სიგნალით გადაადგილდებოდნენ და მოქალაქეებს მოუწოდებდნენ აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.

ლაივს თვალი შეგიძლიათ ადევნოთ აქ: https://fb.watch/1DCdKIFGqX/

დღეს, 8 ნოემბერს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი