ახალი ამბები

მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი: ბაიდენი

7 ნოემბერი, 2020 • 1374
მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი: ბაიდენი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებში მის გამარჯვებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა. წინასწარი მონაცემების გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მან დაწერა:

“ამერიკა, პატივია, რომ ამირჩიე, რათა ვმართო ჩვენი დიდებული ქვეყანა.  ჩვენს წინაშე რთული სამუშაოა, მაგრამ გპირდებით: მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი – განურჩევლად იმისა, მომცა ხმა თუ არა. შევინარჩუნებ რწმენას, რომელიც ჩემში გააჩინეთ”.

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია: CNN-ის, FOX News-სა და სხვა მედიასაშუალებების მონაცემებით, ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა  270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად.

ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

მასალების გადაბეჭდვის წესი