ახალი ამბები

მოვითხოვთ ახალ, ლეგიტიმურ არჩევნებს – დეკანოიძე 

1 ნოემბერი, 2020 • 942
მოვითხოვთ ახალ, ლეგიტიმურ არჩევნებს – დეკანოიძე 

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი  და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პირველ ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. აქცია ოპოზიციურმა ლიდერებმა პირველ ნოემბერს, 16.00 საათზე დააანონსეს და მხარდამჭერებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდეს. 

“არცერთ ოქმზე პრაქტიკულად მთელ საქართველოში ბალანსი არ ჯდება, ოპოზიციის ხმები გვერდით არის გადადებული. ეს არის მიტაცება საქართველოს მოქალაქეების ხმების და  მე არ ვაპირებ, რომ ადამიანების ხმები ჰაერში გადავყაროთ”, – განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს:

“ვითხოვთ ახალ, ლეგიტიმურ არჩევნებს თავისუფალი კომისიებით.  

იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ ჩაატარა საზოგადოებამ, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა. ეს არჩევნები ჩაატარა სუსმა და ბიძინა ივანიშვილმა. სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ეს არჩევნები არ ჩაითვლება ლეგიტიმურად”, – განაცხადა მან. 

ოპოზიციურმა პარტიებმა პირველ ნოემბერს , 16.00 საათზე აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დააანონსეს, რაც ცესკოს თავმჯდომარემ წინასწარი შედეგები გამოაცხადა, რასაც პროტესტი, შემდეგ კი საარჩევნო ადმინისტრაციასთან ხმაური მოყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი