ახალი ამბები

პუბლიკა: გლდანის 79-ე უბანზე ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

31 ოქტომბერი, 2020 •
პუბლიკა: გლდანის 79-ე უბანზე ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ინტერნეტგამოცემა “პიბლიკის” განცხადებით, მათ ჟურნალისტს გლდანის 79-ე უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე დაზიანდა ჟურნალისტის კუთვნილი ტელეფონი.

როგორც გამოცემა წერს, მინდია გაბაძე უბანზე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს, რა დროსაც მოქალაქემ ჟურნალისტს ფეხი დაარტყა:

“გლდანის ოლქის 79-ე უბანზე პუბლიკის ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა “პუბლიკის” ჟურნალისტს. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა”, – წერს “პუბლიკა“.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი