ახალი ამბები

ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, უბანთან ე.წ. ძველმა ბიჭებმა სცემეს

31 ოქტომბერი, 2020 • 1108
ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, უბანთან  ე.წ. ძველმა ბიჭებმა სცემეს

“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ  20-30 -მა ე.წ. ძველმა ბიჭმა სცემა. მისი თქმით, ისინი  “ქართული ოცნებას” ჰყავს მობილიზებული.

“შეგვატყობინეს, რომ აქ იყო დარღვევები და მთელი კრიმინალიტეტი იყო და მიდიოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და შანტაჟი. ჩვენს წარმომადგენელს ვესაუბრებოდი და რიგრიგობით მოვიდნენ, მოხდა შელაპარაკება და 20-30 ადამიანი მირტყამდა”, – აცხადებს ირაკლი კიკვაძე.

უბანთან მყოფი მოქალაქის, ტარიელ მეფარიშვილის განცხადებით, მერობის კანდიდატმა გინება თვითონ დაიწყო:

“რატომ დგახართ აქო? რა მისი საქმეა, ჩვენ სად ვიდგებით? პირდაპირ დედის გინებაზე გადავიდა და ვინ აპატიებს მაგას? მერე შეხლა-შემოხლა მოხდა”.


საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქუთაისში პარლამენტთან ერთად ქალაქის მერსაც ირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი