ახალი ამბები

ოქრიაშვილის თქმით, ბოლნისში ვეტერანები “უბნებს გაყალბებისგან იცავენ”

31 ოქტომბერი, 2020 • 1060
ოქრიაშვილის თქმით, ბოლნისში ვეტერანები “უბნებს გაყალბებისგან იცავენ”

დმანისში, ბოლნისში, წალკასა და თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, არჩევნებს არალეგიტიმურად ჩათვლის, თუ ერთი ექსცესი მაინც მოხდება. ოქრიაშვილი ასევე ადასტურებს, რომ მისი მომხრე ვეტერანები საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებული.

ის ასევე გამოეხმაურა ენმ-ის წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ის იარაღით გადაადგილდება.

“იმედი მაქვს, დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის. თუ აქ 1 ექსცესი მაინც იქნება, ჩვენ არჩევნებს ჩავთვლით არალეგიტიმურად… იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, ექსცესები არ დაგეგმონ”, – თქვა მან.

ცოტა ხნით ადრე სოცქსელებში გავრცელდა ფოტო, რომლის მიხედვითაც ოქრიაშვილის თანაგუნდელი დიმიტრი შაშკინი ბოლნისში იარაღით გადაადგილდება. ოქრიაშვილის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს როგორც მას, ისე შაშკინს, თუმცა უბნებზე არ დააქვთ.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ოქრიაშვილს ჰკითხა პირებზეც, რომლებიც ბოლნისში, უბნებთან ახლოს, სამხედრო ფორმებში გამოწყობილნი დგანან. კანდიდატის თქმით, ისინი ვეტრანები არიან, რომლებიც “უბნებს იცავენ გაყალბებისგან”.

არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილება არასწორია – გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი