კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ის არცერთი საპროტესტო აქციის გამოტოვებას არ აპირებს.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ პოსტებსაც და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს:
“ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს. ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება – მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან!
ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს – ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით – რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ.”