ახალი ამბები

ზაფხულშივე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება მშვიდობიანი პროტესტით – ოქრიაშვილი

4 ივლისი, 2022 • 580
ზაფხულშივე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება მშვიდობიანი პროტესტით – ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია „პროგრესის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ აქციები არ უნდა შეწყვიტოს და ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის “უსწრაფესად” შესრულება. ამის შესახებ მან განცხადება დღეს, 4 ივლისს გაავრცელა.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას “შვებულების ფუფუნება” არ აქვს და ყველა გადაწყვეტილება ზაფხულში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე უნდა მიიღონ:

“3 ივლისს მიტინგზე ბევრი ადამიანი მეკითხებოდა – რა გეგმა გაქვთ, რას შვრებით ამის მერე? ამ მოცემულობაში არსებობს ორი გზა: 1. მიტინგების რადიკალიზაცია, მაგალითად, სამთავრობო შენობებში, პარლამენტში, კანცელარიაში შეჭრა, რაც ჩემთვის და საღად მოაზროვნე ყველა ქართველისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. 2. მეორე გზა, რომლის მომხრე მეც ვარ, არის პერმანენტული, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ დიდი შეკრებები, როგორც ეს იყო 20 და 24 ივნისს, 3 ივლისს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, აგვისტოში – ბათუმში.

ასევე, უცვლელი მოთხოვნა – არა დეკემბერში, არამედ უსწრაფესად, ზაფხულშივე შესრულდეს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო 12-ვე პუნქტი, რადგან „ოცნების“ მიერ დაანონსებული კომისიების შექმნით რეფორმების პროცესის გაჭიანურება სურთ. წელს პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას შვებულების ფუფუნება არ გვაქვს! ზაფხულშივე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი