ახალი ამბები

ამომრჩევლისთვის გადაცემულ ბიუელეტენზე #2 მოხეულია – კაპანაძე

31 ოქტომბერი, 2020 • 694
ამომრჩევლისთვის გადაცემულ ბიუელეტენზე #2 მოხეულია – კაპანაძე

ევროპული საქართველო აცხადებს, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენებს, რომლებზეც მათი პარტიის ნომერი მოხეულია და ამომრჩევლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, შემოხაზონ #2. ეს სწორედ ამ პარტიის ნომერია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, საუბარი არ არის ერთ და ორ ბიულეტენზე.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ვაკის 54-ე და გურჯაანის 31-ე უბნებზე.

კაპანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათმა წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა გურჯაანში, ის უბნიდან გააძევეს.

“ნეტგაზეთი” გურჯაანის 31-უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ნინო კორკოტაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

ამ თემაზე “ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამაც გამოაქვეყნა ფოტო.

https://www.facebook.com/Llaka/posts/10157193132155728

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი