ახალი ამბები

კარგი „ევსაქები“, ცუდი „ოცნება“ და ბოროტი ენმ – „ევსაქების“ ახალი რეკლამა

20 ოქტომბერი, 2020 • 1467
კარგი „ევსაქები“, ცუდი „ოცნება“ და ბოროტი ენმ – „ევსაქების“ ახალი რეკლამა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ახალი კლიპი გამოაქვეყნა.

კლიპი არის 45-წამიანი მონაკვეთი სერჯო ლეონეს ცნობილი ვესტერნიდან, „კარგი, ცუდი, ბოროტი“, — ცნობილი სცენა, სადაც სამი პერსონაჟი ერთმანეთს პისტოლეტებით უპირისპირდება.

თუმცა კლიპს ორიგინალი ვერსიისგან ის განასხვავებს, რომ ამ პერსონაჟებს ქართული პოლიტიკური პარტიების ლოგოები გასდევთ ფონად:

  • „კარგს“ — „ევროპული საქართველოსი“;
  • „ცუდს“ — „ქართული ოცნებისა“;
  • „ბოროტს“ — „ნაციონალური მოძრაობის“.

ვიდეოს ამ მონაკვეთში „კარგი“ ესვრის „ცუდს“ და კლავს მას, „ბოროტი“ კი სროლას ვერ ახერხებს, რადგან მისი პისტოლეტიდან ტყვიები „კარგს“ აქვს ამოღებული.

„ევროპული საქართველო“, რომელსაც 2017 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ლიდერები აკომპლექტებენ, 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგალითად, გიგა ბოკერიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ „სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე გადამგდებები არიან“ და ა.შ.

რამდენიმე კვირის წინ პარტიამ საარჩევნოდ ორი პოლიტიკური ვალდებულება აიღო: რომ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ და პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს.

ევროპული საქართველოს გაგზავნილი sms ამომრჩეველს

ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კრიტიკით პასუხობენ ხოლმე. ასეთი დაპირისპირების მორიგი მიზეზი გახდა სექტემბერში „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ბროშურა ენმ-სთან განსხვავებებზე.

საარჩევნო ბროშურა – ოპოზიციური დაპირისპირების მორიგი მიზეზი

2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი