ახალი ამბები

სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე გადამგდებები არიან — ბოკერია

21 სექტემბერი, 2020 •
სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე გადამგდებები არიან — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი “ორივე გადამგდებები არიან”. ასე გამოეხმაურა ის სააკაშილის განცხადებას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ “პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავდა. ის ასევე იმედოვნებდა, რომ ენმ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას.

“სააკაშვილი და თითქმის მისი ყველა გამოსვლა საყვარელი სათამაშოა ივანიშვილის პროპაგანდის ხელში. ერთი და იგივე გზავნილი აქვთ, განსაკუთრებით იმ საკითხში, ამდენჯერ რომ დაჰპირდა ხალხს, ხვალ ჩამოვალ, ზეგ ჩამოვალო და მერე გადააგდო. ორივე გადამდგებები არიან. მაგრამ მთავარი საკითხი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ორი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს. ივანიშვილს უნდა დღევანდელობის შენარჩუნება, როცა აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება, ან კიდევ უდრო მეტი,  2012 წლამდე ამბავში, რაც ქვეყანას არაფერს არ მოუტანს”, — განაცხადა ბოკერიამ “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, საკვანძო ოლქებში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაც პირადად მიხეილ სააკაშვილმა ჩაშალა.

“იგივე სულისკვეთება აქვთ [სააკაშვილს და მის გარემოცვას], რომ ძალაუფლება არის მთავარი და არ ის, რა მოხდება ქვეყანაში. ყველაფერზე წინ დგას ძალაუფლება. ივანიშვილის შეცვლაზე უფრო მთავარია, რომ მხოლოდ მათ ჰქონდეთ ძალაუფლება, უფრო სწორად, მხოლოდ მას[სააკაშვილს] და მის გარემოცვას. ივანიშვილს ბაძავს ძალიან. იქ[ენმ-ში] არიან გონიერი ადამიანები, მაგრამ ამ პარტიის ლიდერი არის სააკაშვილი, ამ ჩამოსხმის და შეხედულებების სააკაშვილი, რომელმაც ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა”, — განაცხადა ბოკერიამ.

“საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური”, – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ენმ-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ “პარტიული” კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავდა. ის ასევე იმედოვნებდა, რომ ენმ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას.

შემდგომი მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი