დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ დაწესებულებების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც წინასწარ განსაზღვრულ რისკჯგუფებში შემავალ პირებს თბილისის ტერიტორიაზე გრიპის ვაქცინის უფასოდ მიღება შეეძლებათ.

ცენტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქ. თბილისში, შემდეგი რისკჯგუფების – ორსულების, დიალიზზე მყოფი პირების, C ჰეპატიტის მქონე პირების (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირების, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელი პერსონალის, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალის – სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.

დანარცენი პირები კი, რომლებიც  უფასო ვაქციანიაციას ექვემდებარებიან, აცრას ნოემბრის პირველი რიცხვებიდან გაიკეთებენ.

[toggle title=”რისკჯგუფების ჩამონათვალი”]

სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
  • გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები;

პროფესიული ჯგუფები:

  • ექიმები;
  • ექიმი-რეზიდენტები;
  • ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
  •  ბებიაქალები;
  • სტომატოლოგები;
  • სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგ-ანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
  • ვეტერინარები;
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სამედიცინო საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
  • პატიმრობის დაწესებულება;
  • თავისუფლების აღკვეთის და წესებულება;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.[/toggle]

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვაქცინაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: