ახალი ამბები

1-15 ნოემბერს გრიპის ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება – NCDC

31 ოქტომბერი, 2023 • 2026
1-15 ნოემბერს გრიპის ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა.

NCDC-ს განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია  ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. უწყების განცხადებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

NCDC აღნიშნავს, რომ აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი