ახალი ამბები

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა

9 ოქტომბერი, 2020 • 1366
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 2020 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადასცა მსოფლიო სასურსათო პროგრამას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 

მსოფლიო სასურსათო პროგრამა მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელმაც 2019 წელს დახმარება გაუწია 88 ქვეყანაში 100 მილიონ ადამიანს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია საკვებით უზრუნველყოფასთან ერთად ამოწმებს სურსათის უვნებლობას.

პრემია 1901 წლიდან არსებობს.  2019 წელს პრემიის ლაურიატი  მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი გახდა. აბი აჰმედმა პრიზი “მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევაში” გაწეული წვლილისთვის მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი