ახალი ამბები

ნობელის პრემია ლიტერატურაში ლუის გლიუკს გადაეცა

8 ოქტომბერი, 2020 • 1363
ნობელის პრემია ლიტერატურაში ლუის გლიუკს გადაეცა

შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ამერიკელ პოეტს, ლუის გლიუკს გადასცა. 

2016 წელს პრემია ამერიკელ მუსიკოსსა და პოეტს,  ბობ დილანს გადაეცა.  

გლიუკი 1943 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, არის იელის უნივერსიტეტში ინგლისური ენის  პროფესორი. მისი დებიუტი 1968 წელს წიგნით Firstborn შედგა. 1993 წელს მიიღო პულიცერის პრემია, 2014 წელს კი, ამერიკის წიგნის ეროვნულ პრემია. 

პრემია უკვე 119 წელია არსებობს. 2019 წელს პრემიის ლაურიატი ლიტერატურაში  ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე გახდა. 2018 წელს პრემია სექსუალური სკანდალის გამო არ გაიცა, რაც შვედი მსახიობის,  ჟან კლოდ არნოლტის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას უკავშირდებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი