შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს,  ემანუელ შარპენტიესა და ჯენიფერ დუდნას, გენომის ცვლილების მეთოდის  განვითარებისთვის გადასცა. 

მეცნიერებმა გენების ტექნოლოგიის ეფექტიანი ხელსაწყო, სახელად CRISPR/Cas9 აღმოაჩინეს, რომელიც დნმ-ის შეცვლას  ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმებისთვის რამდენიმე კვირაში შესაძლებელს ხდის. 

CRISPR/Cas9-ის აღმოჩენა მეცნიერებს კიბოს თერაპიისა და  მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების იმედს აძლევს.  

პრემიის არსებობის 119-წლიან ისტორიაში ნობელის პრემია ქიმიის დარგში ექვსმა ქალმა მოიპოვა, მათ შორის: ემანუელ შარპენტიემ და ჯენიფერ დუდნამ (2020); ადა იონათმა (2009 წელი) ; დოროთი ჰოჯკინმა (1964 წელი); ირენ ჟოლიო-კიურიმ (1935 წელი) და მარი სკლოდოვსკა-კიურიმ (1911 წელი).