შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც რუსთავში 12 წლის გოგოს დაეჯახა.
რუსთავში ავტოავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, იგი ძაღლთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსთავში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგო ემსხვერპლა