ახალი ამბები

რუსთავში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგო ემსხვერპლა

29 სექტემბერი, 2020 • 1071
რუსთავში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგო ემსხვერპლა

რუსთავში ავტოავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი “მთავარ არხთან” ყვება, გოგო ძაღლთან ერთად გზაზე გადადიოდა, როდესაც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი