ახალი ამბები

მინსკში დემონსტრაციაზე 100 ათას ადამიანზე მეტი გამოვიდა

6 სექტემბერი, 2020 • 953
მინსკში დემონსტრაციაზე 100 ათას ადამიანზე მეტი გამოვიდა

პროტესტის 29-ე დღეს მინსკში ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუჩებში 100 000-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ TUT.BY  ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს,  აქციაზე ადგილი ჰქონდა პოლიციასან დაპირისპირებასაც. დააკავეს სულ მცირე 20 პირი, სულ მცირე ერთ ადამიანს კი სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

მომიტინგეებს დედაქალაქის ცენტრი პოლიიის მიერ გადაკეტილი დახვდათ, რის გამოც აქციის მონაწილეებმა თავისუფლების სასახლესთან გადაინაცვლეს. მინსის გარდა საროტესტო აქციები გაიმართა ბელარუსის სხვა ქალაქებშიც.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს. ევროკავშირი ამ შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. მრავალი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას გასულ შაბათ-კვირასაც. მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცნენ.

17 აგვისტოს, წინა დღეს გამართული ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

რუსეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი და აშშ. ისინი ასევე გმობენ პოლიციის მქედებებს დემონსტრანტების მიმართ. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალური პირების ნაწილს, მათ შორის, ლუკაშენკოს, სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებენ. ევროკავშირმა კი თქვა, რომ ის სანქციებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი