ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია მინსკში შეხვედრებს მართავს

28 ოქტომბერი, 2023 • 2052
აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია მინსკში შეხვედრებს მართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია მინსკში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინსკში „ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციები“ იმართება. აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია  საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.

როგორც აპსნიპრესი  წერს, აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია უკვე შეხვდა ბელარუსის მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელთან კონსტანტინე ბურაკთან.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამთავრობო დელეგაცია ბელარუსის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს „დარგობრივი ორმხრივი პროექტების შემუშავების მიზნით“ გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი