ახალი ამბები

მანქანას შეეჯახა და გადავარდა – მერის წარმომადგენელი შატილის გზაზე ავარიაზე

23 აგვისტო, 2020 • 970
მანქანას შეეჯახა და გადავარდა – მერის წარმომადგენელი შატილის გზაზე ავარიაზე

სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენელი, მზექალა არაბული ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გადავარდნამდე მანქანას შეეჯახა.

„მანქანას არის დაჯახებული და ხევში გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან. „მარშრუტკა“ გადავარდა, მეორე მანქანა არ გადავარდნილა,“- ამბობს არაბული „რუსთავი 2-თან“ საუბარში.

შატილის გზაზე 23 აგვისტოს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 12 მოქალაქე, სამი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

განახლება:

დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა – შსს შატილის გზაზე ავარიაზე

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია 12 მოქალაქე – შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი