ახალი ამბები

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია 12 მოქალაქე – შსს

23 აგვისტო, 2020 • 1073
მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია 12 მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან ახლოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შს სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება. 

„ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ“ – აცხადებს შს სამინისტრო. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

განახლება:

დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა – შსს შატილის გზაზე ავარიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი