თბილისში მუნიციპალურ ავტობუსს ამწე დაეჯახა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტობუსის ორი მგზავრი.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.