ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოჰყვა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სკოლაში მიჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულია 16 პირი, მათ შორის 15 მოსწავლეა, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ნეტგაზეთს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ მოსწავლეები ახალსოფლის პირველ სკოლაში მიჰყავდა მიკროავტობუსს. ისინი ჩანტლოსყურისა და ზიმობიანის სოფლებიდან არიან. უწყების განმარტებით, ამ სოფლებში საშუალო საფეხურის სკოლა არაა, შესაბამისად, მოსწავლეებს ტრანსპორტირება ამის გამო უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.