ახალი ამბები

სოფლის მეურნეობა და ქართველი კაცის ბმა მიწასთან სულ სხვა ემოციური სფეროა – გახარია

11 აგვისტო, 2020 • 1064
სოფლის მეურნეობა და ქართველი კაცის ბმა მიწასთან სულ სხვა ემოციური სფეროა – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით გამოაჩინა სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა.

“გვეუბნებოდნენ, რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. კარგად დავინახეთ, რომ პირველი პრობლემა პანდემიის დროს გახდა ის, ქვეყანა საიდან და როგორ მოგვემარაგებინა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით. ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ თავებზე, ოჯახებზე, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, აწარმოონ პროდუქტი”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე.

“ვინც რაც არ უნდა გვითხრას, ჩვენს წარსულს და ტრადიციებს არ დავივიწყებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლისთვის ღია არ ვიქნებით. ჩვენ ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეებზე და ხვალინდელ დღეზე. „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანია ის, რომ ადამიანი არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი”, – დასძინა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი