ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება – ადვოკატი

22 ივლისი, 2020 • 965
ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება – ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აქვს კითხვები, ხუთი დღის განმავლობაში პოლიციამ რატომ ვერ იპოვა თამარ ბაჩალიაშვილი “იმ გარემოში”, სადაც დღეს ცხედარი იპოვეს.

“უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება… მარიამ ჯიშკარიანს [ცენტრი “ემპათია”] უკვე ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რადგან გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, სრული ნდობა არ არის ექსპერტებთან დაკავშირებით”,-უთხრა მედიას ადვოკატმა.

თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილია.

კადრი © ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი