ახალი ამბები

კომუნიკაციების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

15 ივლისი, 2020 • 772
კომუნიკაციების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს, 15 ივლისს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომელიც კანონით ავტორიზებულ პირთა მიერ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებათა არშესრულების შემთხვევაში სპეციალური მმართველის დანიშვნის საშუალებას იძლევა, კენჭისყრაში მონაწილე 81-ვე დეპუტატი მიემხრო.

აღნიშნულს წინ უძღოდა კანონპროექტის შესწორებული ვერსიის განხილვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ასევე დღეს გაიმართა. პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტზე მხარი დაუჭირეს.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების კორექტირება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 10 ივლისის ხმაურიანი სხდომის შემდეგ გახდა საჭირო. სხდომაზე მყოფი ტელეკომპანიებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კანონპროექტი შეაფასეს საფრთხედ გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების მიმართ. კომუნიკაციების კომისია კი ცვლილებებს ხსნიდა კანონმდებლობის გაჯანსაღებისა და ბაზრის დაცვის საჭიროებით.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი