ახალი ამბები

ვაშაძეს ფინანსურად არ ვეხმარები – ჩხარტიშვილი

10 ივლისი, 2020 • 3090
ვაშაძეს ფინანსურად არ ვეხმარები – ჩხარტიშვილი

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს.

ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვაზე, აფინანსებს თუ არა ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს, ჩხარტიშვილმა უპასუხა:

“არა. სურვილი რომ მქონდეს, არაფერი დასამალი არ იქნებოდა. “ნაციონალურ მოძრაობას” მე რომ არ დავაფინანსებ, თქვენ კარგად იცით [ვაშაძის პარტია ენმ-სთან ერთად “ძალა ერთობაშიას” წევრია. ნეტგ]. ეს ერთი. მეორე – არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ დავაფინანსებ და არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვაპირებ გაწევრიანებას, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები”, – თქვა ვანო ჩხარტიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზნები საქართველოში მხოლოდ ბიზნესსა და ქველმოქმედებას უკავშირდება.

ვანო ჩხარტიშვილთან რაიმე სახის პოლიტიკური კავშირი უარყო გიორგი ვაშაძემაც.

“საერთო სანათესაო გვყავს და, რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც შევხვედრილვართ, იქნება ეს გასვენება… ჩვეულებრივი გამარჯობა, კარგად ბრძანდებოდეთ, მორჩა და დამთავრდა. ეს არის ქართული ტრადიცია. მე საერთოდ კონფლიქტს ვერ ვხედავ ოჯახსა და ჩემს საჯარო აქტივობას შორის”, – თქვა გიორგი ვაშაძემ მიმდინარე წლის ივნისში “მთავარი არხის” ეთერში.

პოლიტიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა გზა გვაქვს, დანარჩენი არის ჭორი – ვაშაძე ჩხარტიშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი