ახალი ამბები

თორნიკე შენგელია რუსულ CSKA-ში გადავიდა

9 ივლისი, 2020 • 2137
თორნიკე შენგელია რუსულ CSKA-ში გადავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია რუსულ გუნდ CSKA-ში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა კლუბმა თავად გამოაქვეყნა.

“გელოდებით მოსკოვში!” – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც საკალათბურთო გუნდმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში”, – აცხადებს თორნიკე შენგელია. მის კომენტარს ასევე რუსული კლუბი ავრცელებს.

Торнике Шенгелия – игрок ЦСКА!

? Токо Шенгелия стал игроком ЦСКА ?

Грузинский форвард Торнике Шенгелия (28 лет, 206 см) подписал трехлетний контракт с нашим клубом.

#CSKAbasket

Posted by CSKA Basketball on Thursday, July 9, 2020

აქამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანეთი საკალათბურთო ჩემპიონატის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

იმედი მაქვს, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება — შენგელია ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი