ახალი ამბები

თორნიკე შენგელია CSKA-დან წამოვიდა – Marca

27 თებერვალი, 2022 • 1341
თორნიკე შენგელია CSKA-დან წამოვიდა – Marca

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-დან წამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Marca ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაქტის კომენტირებისას შენგელიამ განაცხადა, რომ ეს კადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ შეეძლო, რუსეთის არმიის კლუბში თამაში გაეგრძელებინა:

„ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მივიღე. ვერ წარმომიდგენია რუსეთის არმიის კლუბში თამაშის გაგრძელება“ ,- ამბობს კალათბურთელი Marca-ს მიხედვით.

გუშინ ღამით თორნიკე შენგელიამ პირად ფეისბუკ გვერდზე სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა „ვლოცულობ უკრაინისთვის, მტკიცედ იდექით!“.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია რუსულ კლუბ CSKA-ში 2020 წელს გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი