საზოგადოება

თორნიკე შენგელია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

26 თებერვალი, 2022 • 1801
თორნიკე შენგელია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც რუსულ საკალათბურთო კლუბ CSKA-ში თამაშობს, სოლიდარობის ნიშნად „ფეისბუკზე“ უკრაინის დროშის ფოტო დააყენა:

„ვლოცულობ უკრაინისთვის, მტკიცედ იდექით“ , – წერს ქართველი სპორტსმენი.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი