ახალი ამბები

სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დამიბარეს – გაბუნია

17 ივნისი, 2020 • 1050
სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დამიბარეს – გაბუნია

მთავარი არხის ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე ხვალისთვის დაიბარა.

ამის შესახებ გაბუნიამ 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, მივა თუ არა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში გამოკითხვაზე, რადგანაც ვერ მოასწრო კონსულტაცია ადვოკატებთან. მან ჩვენება,  გვარამიას მსგავსად,  შესაძლოა სასამართლოში მისცეს.


15 ივნისს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადა, რომ12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა.

გვარამიას თქმით, მკვლელობის მომზადების მიზეზი იყო გასული წლის ივლისში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება , როდესაც ჯერ კიდევ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე მუშაობდა. “მთავარი არხის” დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოკოვის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკრაინული სამართალდამცავი უწყებისგან მიიღო, სადაც თავდაპირველად დაიწყო გამოძიება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სუს-მა დაადასტურა, რომ თბილისში 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”, თუმცა უწყება ამ დრომდე არ ამბობს, ეხება თუ არა საქმე გიორგი გაბუნიას.

უპასუხისმგებლო განცხადებები აზიანებს გამოძიების ინტერესებს – სუსი გაბუნიას საქმეზე

საფრთხეს არ გადაუვლია — გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი