ახალი ამბები

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა

17 ივნისი, 2020 • 1387
ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ნიკა გვარამია ვასამბეკ ბოკოვის საქმეზე, რაზეც “მთავარი არხის” დირექტორმა საჯარო განცხადება გააკეთა, უწყებაში მოწმის სახით დაბარებული იყო დღეს, 16:00 საათზე, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

“მთავარი არხის” იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ უწყება 20 წუთით ადრე ჩაბარდათ, ამასთან, ნიკა გვარამიას ურჩევნია, გამოკითხვა სასამართლოში ჩატარდეს, ამიტომ იგი დღეს სუს-ში არ გამოცხადდება.

რუსეთის მოქალაქე გაბუნიას ლიკვიდაციას კადიროვის დაკვეთით გეგმავდა – გვარამია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი