ახალი ამბები

ინგლისში ფეხბურთელებს მაისურებზე გვარების ნაცვლად Black Lives Matter ეწერებათ

16 ივნისი, 2020 • 1116
ინგლისში ფეხბურთელებს მაისურებზე გვარების ნაცვლად Black Lives Matter ეწერებათ

ინგლისის საფეხბურთო პირველობის ტოპ-დივიზიონის — პრემიერ-ლიგის ფეხბურთელებს მაისურზე უკან, გვარების ნაცვლად Black Lives Matter ეწერებათ, იუწყება BBC.

ლოზუნგი Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) განსაკუთრებით გამოყენებადი გახდა 25 მაისს აშშ-ში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როცა პოლიციელმა აფროამეარიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მას ყელზე მუხლი დააჭირა, რის შედეგადაც, აუტოფსიის თანახმად, ფლოიდი გარდაიცვალა. ამის შემდეგ აშშ-ში უკვე 3 კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

BBC-ის ცნობით, ლოზუნგი ფეხბურთელების გვარების ნაცვლად დარჩება სეზონის დარჩენილი ნაწილის — 12 შეხვედრის განმავლობაში.

გარდა ამისა, ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს განცხადება: „ჩვენ, მოთამაშეები, ერთად ვდგავართ საერთო მიზნისთვის — რასობრივი წინასწარგანწყობების აღმოფხვრისთვის“. ფეხბურთელების თქმით, ემხრობიან „ინკლუზიას, პატივისცემასა და ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების სამყაროს, მიუხედავად მათი კანის ფერისა“.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი