ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი: Black Lives Matter

29 აგვისტო, 2020 •
ბერა ივანიშვილი: Black Lives Matter

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი (BERA) ინსტაგრამზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მხარს უჭერს აშშ-ში შავკანიანი მოქალაქეების თანასწორობისთვის ბრძოლას და მოძრაობას – Black Lives Matter.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა თქვენ გვერდით დავდგე და ვთქვა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე გავიზარდე ოჯახში, რომელსაც ყველა ადამიანის თანასწორობის სწამს. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი ვაჟი იმავე პრინციპებით. იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია, — და ასეც უნდა მოიქცეს, — შეიტანოს წვლილი ამ სამყაროს გაკეთილშობილებაში“.

 

View this post on Instagram

 

#blacklivesmatter

A post shared by BERA (@beraofficial) on

მოძრაობა Black Lives Matter — შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია აშშ-ში აფროამერიკელი მოსახლეობის უფლებებს იცავს.

BLM-ის უკანასკნელი ტალღა უკავშირდება მორიგი შავკანიანი მოქალაქის, ჯეიკობ ბლეიკის დაჭრას ქალაქ კენოშაში. აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 23 აგვისტოს ვისკონსინის ქალაქ კენოშაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს რამდენიმეჯერ ესროლა. პოლიციელების მიერ დაჭრილი ბლეიკი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. არეულობის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი