ინგლისის საფეხბურთო პირველობა — პრემიერ ლიგა 17 ივნისიდან განახლდება, იუწყება BBC.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრები სტადიონზე დამსწრე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
პირველი ორი შეხვედრა 17 ივნისს ჩატარდება — ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ასტონ ვილა“-„შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ-სიტი“–„არსენალი“.
რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ისინი 19-21 ივნისის უქმე დღეებში ჩატარდება.
პრემიერ ლიგის სათავეში ამჟამად ლივერპულია 82 ქულით. უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ მერსესაიდული გუნდი 25 ქულით უსწრებს.
პრემიერ ლიგა ჯერ კიდევ მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.