ახალი ამბები

ამერიკული დაჯგუფების Proud Boys-ის ლიდერი BLM-ის დროშის დაწვის გამო დააკავეს

5 იანვარი, 2021 • 1008
ამერიკული დაჯგუფების Proud Boys-ის ლიდერი BLM-ის დროშის დაწვის გამო დააკავეს

ამერიკული მემარჯვენე დაჯგუფების “Proud Boys”-ის [ამაყი ბიჭები] ლიდერი რასობრივი და სამოქალაქო თანასწორობის მოძრაობის, “Black lives matter”-ის დროშის დაწვის გამო დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა გასულ თვეში ვაშინგტონში მოხდა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან “შავი ეკლესიიდან” უკანონოდ მიიტაცა მოძრაობის წევრების კუთნილი ბანერი, შემდეგ კი დაწვა.

პილიციის განცხადებით, ენრიკე ტარიოს ბრალად ედება სხვისი საკუთრების დაზიანება.

დაკავებამდე, ტრამპის მოწოდების შემდეგ, რომ მხარდამჭერებს საპროტესტო აქცია გაემართათ ვაშინგტონში, რათა გაეპროტესტებინათ, მისი თქმით, გაყალბებული არჩევნები, ტარიომ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია “რეკორდულად ბევრი წევრით იქნებოდა წარმოდგენილი საპროტესტო აქციაზე”.


“ამაყი ბიჭები” ნეოფაშისტური, რადიკალური ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც მხოლოდ კაცები არიან. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მემარცხენე ჯგუფებს, ანტიფაშისტებს, ქვიარ აქტივისტებსა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს ესხმის თავს.

თავად ენრიკე ტარიო წარმოშობით აფროკუბელი ოჯახიდანაა და კავშირი აქვს კიდევ ერთ ორგანიზაციასთან “Latinos for Trump” [ლათინური ამერიკელები ტრამპისთვის].

მასალების გადაბეჭდვის წესი