აშშ-ში, ვირჯინიას შტატში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს. გარდა ამისა, მედიაში აგრეთვე ვრცელდება მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები.
მომიტინგეებმა კოლუმბის ძეგლის ჩამოგდების შემდეგ ტბაში გადააგდეს.
დემონსტრანტების უკმაყოფილება კოლუმბის პერსონასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ იგი ჩართული იყო ამერიკის კონტინენტის მაშინდელი მოსახლეობის მონებად გაყიდვაში.
კოლუმბის ძეგლი არაა პირველი, რომელიც მიმდინარე სპროტესტო გამოსვლების დროს ჩამოაგდეს — ასეთი შემთხვევები უკვე იყო აშშ-სა და ინგლისში.
აგრეთვე, გუშინ, 9 ივნისს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში აიღეს სამეფოს ყოფილი მეფის — ლეოპოლდ II-ის ძეგლი, რომლის მმართველობისაც ბელგიამ კოლონიალური რეჟიმი დაამყარა კონგოში.
აქამდე, მისი ძეგლი არაერთხელ გამხდარა კამათის საგანი, ხოლო ერთ-ერთ პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები ძეგლის აღებას ითხოვდნენ, 65 000 ხელმომწერი ჰყავდა. წინა კვირას კი მას ცეცხლიც წაუკიდეს. საბოლოო ჯამში, მერიამ მისი ძეგლის აღება გადაწყვიტა, თუმცა განაცხადა, რომ ეს არა მომიტინგეების მოთხოვნის, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გაკეთდა.
- აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 25 მაისს პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას. მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ მასალაში — „მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ“
- ასევე, იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა ორკვირიან მიტინგებს, გაეცანით „ნეტგაზეთის“ მასალას — „რა შედეგები მოიტანა აშშ-ში მიმდინარე პროტესტებმა 2 კვირაში“