ახალი ამბები

არველაძის თქმით, ის ძალადობის წინააღმდეგია და ბასილაშვილს მხარს უჭერს

25 მაისი, 2020 •
არველაძის თქმით, ის ძალადობის წინააღმდეგია და ბასილაშვილს მხარს უჭერს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად მწვრთნელი შოთა არველაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა, ყოფილ ცოლზე ძანადლობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარს უჭერს.

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ,“ – წერს არველაძე და ამატებს, რომ ბასილაშვილი დიდი ქართველი სპორტსმენია.

„არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო,“ – ამბობს არველაძე.


დღეს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. 

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი