ახალი ამბები

როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ – არველაძე

4 დეკემბერი, 2022 • 3165
როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ  – არველაძე

„როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ“, – ასე ეხმიანება ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას.

არველაძე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას.

როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს!“, – წერს შოთა არველაძე.

გუშინ, 3 დეკემბერს, უკრაიანაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები ქართველ მებრძოლთა დაღუპვას ამ დრომდე [20:15] არ გამოხმაურებიან. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

6 დეკემბრის გლოვის დღის გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვამს

მასალების გადაბეჭდვის წესი