ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

24 მაისი, 2020 • 1330
ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს ასევე ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც, რომელმაც თქვა, რომ ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს. სხვა დეტალებზე ადვოკატები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

რაც შეეხება პროკურატურას, პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გირაო ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

„გირაო მას შეეფარდა 100 ათასი ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

გამოძიებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულებების შინაარობრივ მხარეში ამ ეტაპზე ვერ შევა .თუმცა, მოგახსენებთ, რომ მტკიცებულებები, რაც არსებობდა, გადავეცით სასამართლოსა და დაცვის მხარეს,“ – ამბობს პროკურორი და ასევე ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშივლის მამის მიმართ გამოწერილია ორდერი. თუმცა, თავად დაზარალებული მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის არსებობის ფაქტს არ მიუთითებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“    ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი