ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

20 მაისი, 2020 • 742
ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინეს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ტესტების მომწოდებელია „ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანია, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს“.

რაც შეეხება ტესტის ტიპს, პრეს-რელიზის თანახმად, ანტისხეულებზე ჩატარდება.

როგორც სამინისტრო იუწყება, ამჟამად ტესტები ინახება და მოგვიანებით კლინიკებს შორის გადანაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი