ახალი ამბები

წინა კვირაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა

2 აგვისტო, 2022 • 893
წინა კვირაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ინფორმაციით, 14 ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული 76 309 ტესტით გამოვლინდა კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა.

შესაბამისად, განახლებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელმა 15.47% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე კი ეს მაჩვენებელი 14.65%-ს აღწევს.

ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირას კორონავირუსით 10 პაციენტი დაიღუპა. კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი