ახალი ამბები

გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა

26 ივლისი, 2022 • 563
გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებული სტატისტიკით, გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ინფორმაციით, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში სულ ჩატარდა 74 245 ტესტი, შესაბამისად, ერთკვირიან შუალედში დადებითობის მაჩვენებელმა 13.81% შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში დაიღუპა 5 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი