ახალი ამბები

გასულ კვირაში კორონავირუსის 12 338 შემთხვევა გამოვლინდა

16 აგვისტო, 2022 • 925
გასულ კვირაში კორონავირუსის 12 338 შემთხვევა გამოვლინდა

7 აგვისტოდან 14 აგვისტომდე პერიოდში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკით, გასულ კვირას დადებითობის მაჩვენებელმა 16.58% შეადგინა, 14 დღის შუალედში კი ეს მონაცემი 16.70%-ია.

NCDC-ს განცხადებით, წინა კვირის განმავლობაში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

ეპიდვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელიც NCDC-ს დირექტორის მოვალეობას ითავსებს.

გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ტენდენცია დადებითია და შემთხვევების რაოდენობა მცირდება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი