ახალი ამბები

გასული კვირის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 12 729 შემთხვევა

9 აგვისტო, 2022 •
გასული კვირის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 12 729 შემთხვევა

31 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 67 482 ტესტი ჩატარდა, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა ერთკვირიან შუალედში 16.82% შეადგინა. რაც შეეხება 14 დღის მაჩვენებელს, ორკვირიან ინტერვალში დადებითობის მაჩვენებელი 16.14%-ს აღწევს.

NCDC-ს განცხადებით, გასულ კვირას კორონავირუსით 8 პაციენტი დაიღუპა, შესაბამისად, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი