საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული ნორმების თანახმად, 10 ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება კვლავ აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერის მეთაურობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აღნიშნული შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე იმოქმედებს და მისი დარღვევისთვის მოქალაქეები 3000 ლარით დაჯარიმდებიან.
დღეს, 14 მაისს, პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები 18 მაისიდან მოიხსნება.