ახალი ამბები

3-ზე მეტი პირის შეზღუდვა 18 მაისიდან იხსნება

14 მაისი, 2020 • 1893
3-ზე მეტი პირის შეზღუდვა 18 მაისიდან იხსნება

18 მაისიდან, ორშაბათიდან, საქართველოში მოიხსნება COVID-19-ის კრიზისის თანმდევი შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 3 ადამიანის შეკრებაა დასაშვები. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა იხსნება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებთან დაკავშირებით.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებისა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 18 მაისიდან ასევე გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიკური სალონები.

3-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომლებიც საქართველოში 31 მარტს, კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი