ახალი ამბები

პენტაგონი UFO-ს ამსახველ ვიდეოებს ასაჯაროებს

28 აპრილი, 2020 • 1918
პენტაგონი UFO-ს ამსახველ ვიდეოებს ასაჯაროებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) გაასაჯაროა აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედროების მიერ ვარჯიშისას გადაღებული სამი ვიდეოჩანაწერი, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არიან ასახული. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

პენტაგონის მიერ გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერები, გამოცემის ცნობით, აქამდეც ცირკულირებდა ინტერნეტში — ისინი მანამდე უცნობმა პირებმა გამოაქვეყნეს.

პენტაგონის განცხადებით, ვიდეობის გასაჯაროება მიზნად ისახავდა „გაქარწყლებულიყო საზოგადოების ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო არსებული ჩანაწერები და იყო თუ არა სხვა ვიდეობიც“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„თუმცა დეტალური შემოწმების შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ამ არაგასაიდუმლოებული ჩანაწერების გამოქვეყნება არ ავრცელებს ინფორმაციას რაიმე სენსიტიურ სისტემასა თუ შესაძლებლობის შესახებ და არ შეუშლის ხელს ამოუცნობი საჰაერო ფენომენების სამხედრო გამოძიებას მომავალში“, — აცხადებს პენტაგონი.

უწყების თქმით, ვიდეოები 2007 და 2017 წლებში გავრცელდა, ხოლო ასახული ობიექტები „ამოუცნობი“ არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი